ია აბულაშვილი
(01.02.2023)

პირველი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძარობაში" არჩევნების შემდეგ - ენმ-ის ლიდერთა ნაწილი ახალადარჩეულ თავჯდომარეს არაკოლეგიალურობაში ადანაშაულებს და საჯარო განცხადებების წინასწარ მათთან შეთანხმებას სთხოვს. ხატია დეკანოიძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის თანამდებობა ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ დატოვა, როდესაც მან განაცხადა, რომ მზად არის, სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან მანდატებზე, პარლამენტსა და საკრებულოებში; დეკანოიძე ამ განცხადებას პოპულისტურ პოლიტიკად აფასებს და ამბობს, რომ პარტიაში პოპულისტური პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელების კრიტიკას არ იზიარებს და კინკლაობის ნაცვლად პარტიის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

"თუ ვინმეს, რაიმე არ მოეწონა და ვინმესთვის რაიმე გაუგებარია, ჰკითხეთ მას, ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და მისკენ მოვუწოდებთ ყველას. თუ ვინმეს გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტივირებული, რომ ვინმეს ეკინკალოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ენმ-ის ახალად არჩეული თავმჯდომარის განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

"ლელოში" იმედი აქვთ, რომ "ნაცმოძრაობაში" გაერკვევიან როგორ მოიქცნენ საკუთარ მანდატებს, თავად კი ეს პოზიციონირება სწორად არ მიაჩნიათ. "ოცნებაში" კი აცხადებენ, ნაცმოძრაობის მანდატები არავის სჭირდება.

"რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას მოითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებას, რა თქმა უნდა სჯობს პარლამენტიდან გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე"- აცხადებს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხაბეიშვილის ამ განცხადებას უცნაურს, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილს უწოდებს და აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატების დატოვებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენენ.

"უცნაური განცხადებაა, ლოგიკისგან და პოლიტიკისგან დაცლილი. "ქართულ ოცნებას" არაფერში არ სჭირდება "ნაცმოძარაობამ" მანდატები რომ დატოვოს. ამ ნაბიჯით "ნაცმოძარობა" პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ თავი უნდა დაანებონ არასერიოზული განცხადებების გაკეთებას. ხაბეიშივილი აღარ არის აქტივისტი, პარტიის თავმჯდომარეა და განცხადებას აკეთებს უკვე პარტიის სახელით.

"როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში, ვერ გეტყვით, დამარცხებული მხარე არ ჩქარობს პარტიის დატოვებას, ალბათ ელოდებიან ხებეიშვილი როგორ დაიხსნის მიშას ციხიდან. ამ ეტაპზე პარტია შეიძლება არ დაიშალოს. პირველი გადინება ინტელექტუალების მოხდა 2016 წელს და ახლა ვიღა რჩება ინტელექტუალი..."- განაცხადა "რეზონანსსთან" ვახტანგ ძაირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამარეძე ვაარუდობს, რომ მანდეტებს არ დატოვებენ, მაგრამ ბოიკოტს გამოაცხადებენ.

"ამ პარტიაში ერთადერთი ხმის მომტანი იყო სააკაშვილი, რომელსაც ჰყავდა თავისი ბირთვული ელექტორატი, რომელიც წლიდან წლამდე არ იზრდებოდა, მაგრამ, არც მცირდებოდა. ეხლა როცა გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილი თავისი მდგომარების გამო ხმების მომტანი აღარ არის, დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, პარტიულ ელიტას შორის. ვის დარჩება პირველობა.

"მელიამ წააგო არჩევნები. გაიმარჯვა კეზერაშვილ- მერაბიშვილის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა ხაბემ. მაგრამ, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ამ პარტიაში მათი ნებისმიერი მოქმედება იქნება კონსტრპროდუქტიული. რაც შეეხება პარტიის დაშლას, არა მგონია, რომ დაიშალოს, ამის რესური არ აქვთ. მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პერფთორმანების ბერი იქნება. ამ ეტაპზე, ვფიბრობ, პარლამენტს არ დატოვებენ, ბოიკოტი შეიძლება გამოაცხადონ, რაც მათ საქმეს კიდევ უფრო ნულისკენ წაიყვანს"-განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე