ნაზი ბერიძე
(01.02.2023)

3 თებერვალს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება, როგორც ქვეყნის ხელისუფლება განმარტავს, პირველ რიგში ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქში ამ შეხვედრის გამართვა ძლიერი სიგნალია, როგორც პარტნიორებისთის, ასევე კრემლისთვის.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, გარდა პოლიტიკური დატვირთვისა, სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ მხრივ, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია კონკრეტული გზავნილები და ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაითარგმნოს კონკრეტული დახმარების პროგრამაში, რომელსაც ევროკავშირი ამ სამიტზე გამოაცხადებს.

სამიტის გამართვის თაობაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრა, თუმცა, შეხვედრას კონკრეტულად ვინ დაესწრება, ეს ჯერ არ გაუხმაურებია.

"ისფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, ძალიან ძლიერი სიგნალია როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მტრებისთვის. ჩვენი პარტნიორებისთვის ეს არის გზავნილი, რომ ევროპას უკრაინის გამარჯვების სჯერა და ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფ მოძრაობას მხარს უჭერს. ჩვენი მტრებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ მათი მცდელობები, დაეშალათ მხარდამჭერი კოალიცია და შეეჩერებინათ ჩვენი ევროპისკენ ინტეგრაცი აუშედეგოაღმოჩნდა", - თქვაშმიგალმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, სამიტს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, გარდა ამისა, მისი თქმით, შეხვედრაზე მოსალოდნელია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ევროკავშირი გადადგამს.

„უკრაინა ევროკავშირის სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რაც უკრაინაშია, ვგულისხმობ ომს და რუსეთისიმ აგრესიას, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სამიტს უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის მხარდამჭერი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება. პოლიტიკური განცხადებების მიღმა, ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები, რაც კონკრეტულ დახმარების პროგრამაში გამოიხატება, რომელსაც ევროკავშირი ამ სამიტზე გამოაცხადებს.

„პროგრამები რამდენიმე მიმართულებითაა, ერთი მიმართულება გახლავთ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კონკრეტული მხარდაჭერა. ეს გულისხმობს, როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ასევე სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე. სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე ესეც იქნება გამოცხადებული", - განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით, ამ სამიტზე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ძლიერ გზავნილებს ელოდება.

„შემდეგი თემა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება, ამ მიმართულებითაც ძლიერგ ზავნილებს ველოდები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას, დააჩქარებს მოლაპარაკებების ტალღას უკრაინის ევროკავშირში გაწვრიანებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორებს განსაცდელში არ ტოვებს.

"იყო მცდელობები კოალიციის მხარდაჭერის დაშლის, თუმცა ევროკავშირი, უკრაინის დასაცავად ერთიანია, უკრაინის გვერდში დგას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმმა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთო ევროპულ უსაფრთხოებას ბოლომდე აგოს პასუხი იმ დანაშაულებებზე, რასაც ის უკრაინის ტერიტორიაზე სჩადის.

„უკრაინა-ევროკავშირი სამიტს უმაღლესი რანგის წარმომადგენლობა დაესწრება, როგორც ვიცი, შარლ მიშელს მონაწილეობა უკვე დადასტურებული აქვს, იმის გათვალისწინებით თუ სამიტი რა ვითარებაში იმართება სამიტის, უსაფრთხოებაში შეიძლება რაღაც კორექტივები შევიდეს, მაგრამ სამიტი უმაღლეს დონეზე გაიმართება.

"არა მგონია რომ ეს სამიტი საქართველოს შეეხოს, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, რაც ძალიან ცუდია. ვისურვებდი, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო არა უკრაინა-ევროკავშირის, არამედ, ტრიოს საქართველო-უკრაინა-მოლდოვას სამიტი, მაგრამ, სამწუხაროდ არსებული რეალობა ძალიან შორს დგას ჩემი ამ სურვილის განხორციელებისაგან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას. კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ეს იყო დიდი ნაბიჯი ორი ქვეყნის ევროპისკენ სვლისთვის. საქართველო კი კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე