ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მოქმედებს, კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა, რადგანაც მიაჩნიათ, რომ პანდემია კვლავაც შეშფოთების მიზეზია. როგორც „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგივანა აცხადებს, საქართველოში სიტუაცია სტაბილურია და „ომიკრონის" დრამატული გაუარესების სურათი არ გვაქვს".
საგანგებო სიტუაციის სამი თვით გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება გაეროს საგანგებო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი დაეთანხმა კომიტეტის რეკომენდაციას მიმდინარე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პანდემია კვლავაც არის შეშფოთების მიზეზი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაქცინაციითა და ვირუსის გადატანით მიღებულმა იმუნიტეტმა იმუშავა, თუმცა, კორონავირუსი არსად არ გაქრება და ვირუსებს შორის დარჩება. მათი თქმით, ეპიდსიტიუაცია ალბათ მალე „კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდება".
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს შეშფოთების მიზეზი არ აქვს.
„მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მომატება ძირითადად „ომიკრონის"ქვეშტამებთან იყო დაკავშირებული, ამ ეტაპზე ეს ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა, შემთხვევების დრამატული ზრდა არ ფიქსირდება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩინეთი იყო ის ქვეყანა, სადაც „ომიკრონით" ეპიდსიტიუცია არასტაბილური იყო. ასევე, შემთხვევებმა იმატა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის რეგიონში.
„აქედან გამომდინარე, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, თუმცა, მაინც დასასრულისკენ მივდივართ, რადგან„ომიკრონის" ქვეშტამები არ არის ისეთი აგრესიული, როგორც სხვა.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან სიტუაციის მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება. რესპირაციული ინფექციები ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივ გააქტიურებულები არიან, საყურადღეაბოა გრიპის ვირუსი, თუმცა, კოვიდსაც აქვს თავისი წილი რესპერაციებში. ამ ეტაპზე გვხვდება შემთხვევები როგორც ამბოლატორიული, ასევე სტაციონალიზაციის, თუმცა, რაიმე დრამატული გაუარესების სურათი არ გვაქვს.
„საგანგაშოს, შემაშფოთებელ სურათს ვერ ვხედავ, ზამთრის დასრულებასთან ერთად რესპირაციული ინფექციები უკან დაიხევს და კოვიდიც სტაბილურ ნიშნულს შეინარჩუნებს. თეორიულად არის გავრცელების საფრთხე, გარკვეული კერები, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩვენს ქვეყანაზე არ ასახულა. „ომიკრონის" შტამისგან თავის დასაცავად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს",-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ
კითხვაზე, ჩინეთში შემთხვევების ზრდა რამ განაპირობა, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ: „ჩინეთი წინა ორი წლის განმავლობაში კონტროლის ქვეშ იყო და მკაცრად კონტროლდებოდა ყველაფერი, შესაბამისად, იმუნური ფენა ნაკლებად არის ჩამოყალიბებული, როდესაც მოხდა ამ რეგულაციების მოხსნა, საკმაოდ ადვილად გავრცელდა ომიკრონი და მოიცვა ადამიანების დიდი წილი".
გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობა ერთ თვეში 13%-ით გაიზარდა. მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში პანდემიის განმავლობაში 752 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე