თამთა ჩაჩანიძე
(27.01.2023)

მას შემდეგ, რაც დასავლეთის ლიდერმა ქვეყნებმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, რუსებმა სარაკეტო დარტყმებს მოუხშირეს, მათ შორის დაბომბილია კიევი, ღამის დრონებით თავდასხმებმა, დილით სარაკეტო იერიშებმა შეცვალეს. ოკუპანტებმა დედაქალაქში ენერგოობიექტებსა და მრავალსართულიან შენობებს შეუტიეს, მათ შორის განადგურებულია მრავალსართუილიანი შენობები, ადგილობრივების კერძო საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

სამხედრო ანალირიკოსი ვახტანგ მასიაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთის დახმარება საკმაოდ დიდია, ტანკებს ნატოს ქვეყნები ეტაპობრივად უკრაინას მიაწვდიან, რომლის საერთო რაოდენობა მისი ინფორმაციით 600-ია. ამასთან ამბობს, რომ არ დაიხევენ უკან საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზეც, რუსებმა ამიტომაც სარაკეტო იერიშებს მოუხშირეს და არაა გამორიცხული, რომ მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ტანკების ფრონტზე გამოჩრნას მინიმუმ 2 თვე სჭირდება, ამას კი რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს და გააქტიურდება.

„უკრაინას საკმაოდ სერიოზული რაოდენობის შეიარაღება უგროვდება, საუბარია ეტაპობრივად 400 საბრტძოლო ტანკის გადაცემაზე, ასევე დასავლეთისგან მოდერნიზებულ საშუალო და მძიმე 200 ერთეულ საბრძოლო ტანკს მიიღებს, ესენია „ლეოპარდები", „ჩელენჯერები", „აბრამსები" და სხვები.

„ჯამში 600 ტანკი ექნება და უკრაინა უკვე მეცხრე და მეათე საარმიო კორპუსებს აყალიბებს, რაც ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის სერიოზული შენაერთები იქნება, თითოში 4-დან 6 ბრიგადა შევა, მათ შორის მექანიზირებული და სატანკო შენერთები. პირველი „აბრამსები" გადაეცემა უკრაინის საპრეზიდენტო განსაკუთრებული დანიშნულების პირველი პოლკის ნაწილებს, რომლებიც ყველაზე მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან.

„ასევე უკრაინა დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის პაკეტის შეარაღებას მიიღებს, დადგება საკითხი, რომ „ეფ-16" ტიპის საბრძოლო თვითმფრიონავებიც გადასცენ, ალბათ მეორე თაობის თვითმფრინავებზე იქნება საუბარი, რომელიც ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ ეს ვერაგული თავდასხმები გარკვეულწილად შეაჩერონ.

„ასევე უკრაინელები პატრიოტის ორ ბატარეას, გერმანულ „აირის -ტე"-ს და ფრანგულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას მიიღებენ, რომელიც ჩვენ უნდა შეგვესყიდა და რუსეთმა ამის საშუალება არ მოგვცა.

„ამიტომაც რუსები გამწარებულები არიან, ისტერიაა ატეხილი, მაგრამ ერთი პრობლემაა ამ ტანკების გადაცემას 2-3 თვე სჭირდება. ეს მაღალტექნოლოგიური სარძოლო შეიარაღეებაა, რუსეთი ამ ორ თვეს მაქსიმალურად გამოიყენებს და უკვე იყენებს კიდეც. უგლედარი ოპერატიულ ალყაშია, მარიინკის მიმართულებითაც სიტუაცია კრიტიკულია.

„კიევს და სხვა ტერიტორიებს ინტენსიურად ბომბავენ, ესეც შეგნებულად აკეთებენ და არაა გამორიცხული, რომ მასირებული იერიშები დაიწყონ, რუსები უკვე სერიოზულ კონტრშეტევაზე გადადიან, საჰაერო დარტყმებით კი ყურადღების გადატანას ცდილობენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის დონე დასწიონ, ამით რუსეთის საოკუპაციო ძალებს საშუალება მიეცეს, რომ უკრაინული თავდაცვის ხაზები გაარღვიონ. რუსეთი ამ ორ თვეს აუცილებლად გამოიყენებს, რუსეთში ფარული მობილიზაციის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ჩრდილო კორეიდან უკვე დიდი რაოდენობის იარაღი ჩაიტანეს.

„ახლა სლავიანსკის, კრამატორსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდ შეტევამდე სატანკო შენაერთები სტრატეგიული თავდაცვითი ბრძოლებისთვის იქნას გამოყენებული, აქ ყველაფერი უნდა იმოქმედონ, რომ რუსული დაჯგუფებები შეაჩერონ და მერე შეიძლება ოპერატიული მანევრი ხერსონიდან და ხარკოვიდან განახორციელონ, საიდანაც რუსების შეჩერება შიძლება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ხუთშაბათს დილიდან უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის ოლქებში. სხვადასხვა ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა.

განსაკუთრებით ძლიერი იყო აფეთქება კიევში, დედაქალაქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, თუმცა ძლიერი სარაკეტო თავდასხმის შდეგად დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტი, დაინგრა მრავალსართულიანი შენობები კერძო სახლები და განადგურდა ავტომობილები. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის კიევის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ღამიდან მოყოლებული მტერი კიევის რეგიონს ატერორებს. უპილოტო თვითმფრინავების ღამის თავდასხმებმა, დილით სარაკეტო შეტევებმა მეცვალეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღირსეულად იმუშავეს," - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსებმა ენერგოობიექტებს დაარტყეს და ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. მისი თქმით, მუშაობენ, რომ ელექტრომომარაგება რაც შეიძლება მალე აღდგეს.

„დღეს მტერმა ენერგეტიკულ ობიექტებს კვლავ დაარტყა, უკრაინის ენერგოსისტემაში სისტემური მარცხის შეექმნას ცდილობს, მაგრამ საჰაერო თავდაცვის შესანიშნავი მუშაობის წყალობით, დიდი რაოდენობით რაკეტები ჩამოაგდეს, თუმცა სამწუხაროდ, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მაინც არის. ურთულესი ვითარება ახლა კიევის, ოდესისა და ვინიცას რეგიონებშია",- განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ 14 გერმანულ ტანკს „ლეოპარდ 2"-ს და 31 ამერიკულ „აბრამსს" ამასთან, ბერლინმა სხვა ქვეყნებს, რომლებსაც არსენალში გერმანული წარმოების ტანკები აქვთ, უკრაინაში „ლეოპარდების" რეექსპორტის ნება დართო.

26 იანვარს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 26 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვად, რომელიც იზრდება. მიუხედავად ამისა, როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" სტატუსის შეცვლის საკითხი.

ამას ემატება ისიც, რომ გამოცემა „პოლიტიკო" სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობიოთ წერს, რომ წითელი ხაზები აღარაა და ნატო განიხილავს კიევისთის გამანადგურებლების მიწოდების საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე