თამთა ჩაჩანიძე
(04.12.2022)

3 დეკემბერი საქართველოსთვის განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა - უკრაინაში მიმდინარე ომში ერთ დღეში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ცნობა კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ დადასტურებული არ არის. ქართველი მებრძოლები ქალაქ ბახმუტთან დაიღუპნენ. მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრონტზე ყველაზე ცხადე ბრძოლები სწორედ ბახმუტთან მიდის და ყველაზე დიდი დანაკარგი ორივე მხარეს სწორედ აქ აქვს. რუსული შენაერთები, რომელთა მთავარ დამრტყმელ ძალას ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დანაყოფები შეადგენენ, მუდმივი შემოვლითი და ფრონტალური იერიშებით ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

ერთი ვერსიით, 5 ქართველი მებრძოლი საარტილერიო დარტმას ემსხვერპლა, რომელსაც ბახმუტთან უკრაინული არმიის პოზიციებზე ე.წ. კადიროველები ახორციელებდნენ.

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია.

„ქართული ხასიათით დაიღუპნენ! უმძიმესი შეტაკება იყო ბახმუტში! ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო! 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა! არ დაემორჩილნენ ბრძანებას და წინ წავიდნენ! 10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და გაწირეს საკუთარი სიცოცხლე! წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!

„ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის გაწირეს თავი! დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს გმირებს",- წერს მიქაია „ფეისბუქზე".

3 დეკემბერს 5 ქართველის დაღუპვა უკვე დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათივე ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ გადმოსვენებისთვის შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

ცნობილი გახდა დაღუპული ხუთი ქართველი მებროლის ვინაობაც: ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდართან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა.

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

არაოფიციალური ცნობებით, უკრაინაში დღეისთვის დაახლოებით 2 ათასამდე ქართველი იბრძვის. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციოა ძალებს ქართველებზე „განსაკუთრებული ნადირობა" აქვთ გამოცხადებული.

ბახმუტთან შეტაკებები არ წყდება და ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით ალყაში უკრაინელებთან ერთად 15 ქართველი მებრძოლია.

17 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქვეყნების მსხვერპლთა სიაში საქართველოს ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს. მას მოსდევს ბელარუსი, აშშ, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ბრაზილია და ა.შ.

პირველი ინფორმაცია უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ რუსულ აგრესიას უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა:

1. დავით რატიანი

2. გია ბერიაშვილი

3. ბახვა ჩიქობავა

4. დავით გობეჯიშვილი

5. დავით მენაბდიშვილი

6. ნიკოლოზ შანავა

7. არკადი კასრაძე

8. ალიკა ცაავა

9. ზაზა ბიწაძე

10. ვიტალი ორბელაძე

11. ტატო ბიგვავა

12. რატი შურღაია

13. გიორგი გრიგოლია

14. კირილ შანავა

15. დანიელ გერლიანი

16. ალუდა ზვიადაური

17. კახა გოგოლი

18. ბერდია ჯოხაძე

19. გელა გოგია

20. ედიშერ კვარაცხელია

21. მიხეილ ყაფლანიშვილი

22. ალექსანდრე მარტიაშვილი

23. გურგენ გაგნიძე

24. ლევან სახელაშვილი

25. თემურ მაჭარაშვილი

26. ერნესტ მაჭარაშვილი

27. კონსტანტინე ქურსუა

28. ჯამბულათ ხოფერია

29. ავთო რურუა

30. რომეო კვარაცხელია

31. რომეო ფიჩხაია

32. მერაბ ალადაშვილი

33. ბადრი მარკელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე