ია აბულაშვილი
(18.04.2021)


პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც  ევროკავირის ოფისში რამდენიმე საათში დაიწყება, ვარაუდობს, რომ შეიძლება მოხდეს შეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„ოცნება“ დღეს მომგებიან სიტუაციაშია. მან ხელი მოაწერა  შეთანხმებას და დასალეთის თვალში  უპირატესობა აქვს. ოპოზიცია თუ ხელს არ მოაწერს ამ დოკუმენტს, ის სულ გაიფუჭებს  თავის ავტორიტეტს. ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, რატომაც დათანხმდა ამ შეხვედრას ოპოზიცია, არის ის, რომ დასალელ ელჩებს უთხრან, რომ პრობლემა შეხვერა არ არის,  პრობლემა არის რა შედეგები  მოჰყვება ამ ხელმოწერას, რადაგან ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს ვალდებულებების შესრულების დაწყებას.  

„სავარაუდოდ ამ შეხედრაზე საუბარი იქნება  რა ფორმით შეიძლება მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება. თუ შეთანხმება შედგა, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე პარტია შევიდეს პარლამენტში, თუნდაც „გირჩი“ ან „სტრატეგია აღმაშენებელი“.  არ მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი იქნას განხილული“, - განაცხადა "მთელ კვირასთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე