ქრისტინე კაპანაძე
(18.04.2021)


„ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომელიც კვირას 2 საათზე იყო დაგეგმილი, 17:00 საათისთვის გადაიდო. რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი, უცნობია. „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრის გადადების ინიციატორები ოპოზიციური პარტიები არ არიან.

ჩიხლაძის თქმით, შეხვედრის გადადება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვისაც მოულოდნელი იყო. დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს უბრალოდ, რომ ხუთ საათზე გადაიდო შეხვედრა, დეტალები არ დაუზუსტებიათ.

„არ ვიცი „ქართული ოცნების" ინიციატივა იყო თუ არა შეხვედრის გადადება. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა და დანარჩენი არ ვიცი," - ამბობს სერგო ჩხლაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მონაწილეობით ევროკავშირის თბილისის წარმომადგენლობაში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე