ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს
რეზონანსი
(01.12.2020)


ვინ არის მასწავლებლობის მაძიებელი? ზგკ-ის მ.2.პ. ღ 4 თანახმად: მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელსაც აქვს, სულ მცირე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგად საგანამანთლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა, დასაქმებულია ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში.

მასწავლებლობის მაძიებელთან სსიპ-მპგერც-ის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, მისი შრომა ანაზღაურდება მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად, იგი სარგებლობს ზგკ-ით გათვალისწინებული ყველა შედეგითა და უფლებით, გარდა სამეურნეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა.

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირი სკოლაში მუშაობს არაუმეტეს 2 წლით. ამ პუნქტით, ორი წლის განმავლობაში, მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. სკოლაში მას უნიშნავენ ტუტორს. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში აწარმოებს მასწავლებლობის მაძიებელთა პროფესიულ საქაღალდეს, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მპგეც.

რა არის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა?

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისაგან:

1) მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი;

2) პედაგოგიკური პრაქტიკის კურსი.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისათვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიკური კურსი მოიცავს მაძიებლის მიერ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიკური პრაქტიკის გავლას.

მასწავლებლობის მაძიებლად სამსახურში აყვანისა და გათავისუფლების პროცედურას განსაზღვრავს საქ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ ბრძანება „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. 

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 61 2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 2023 წლის ბოლომდე, პრაქტიკოს ან მაძიებელ მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.

„3) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს, აგრეთვე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი“.

აქედან გამომდინარე, „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ ბრძანებაში ჩაემატა გარდამავალი დებულება (თავი მეოთხე, მუხლი 14), რომლის მიხედვითაც: 

პუნქტი 1) 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავარის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი;

პუნქტი 2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში.

რა არის კანონის 61 2 მუხლისა და 2019 წლის 16 აგვისტოს მინისტრის ბრძანება 169/ნ გარდამავალი დებულების მეოთხე თავის მუხლი 14, პუნქტები 1 და 2 ცვლილებების არსი?

აღნიშნული მუხლების არსი შემდეგია:

2023 წლის ბოლომდე მასწავლებლობის მაძიებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

რას ნიშნავს „ნებისმიერ პირს“?

მასწავლებლობის მაძიებელს არ აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რომელიმე სასკოლო საგანში დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია.

ე.ი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებლობის მაძიებელი არ არის რომელიმე კონკრეტული საგნის სპეციალისტი. აქედან გამომდინარე, არ აქვს დიპლომით მინიჭებული რომელიმე კონკრეტული საგნის სპეციალისტის კვალიფიკაცია და, აგრეთვე, ამა თუ იმ კონკრეტული საგნის მასწავლებლის სტატუსი.

ამრიგად, მასწავლებლობის მაძიებელი საგნის არასპეციალისტი და არაკვალიფიციური პირია!

საქართველოს მთავრობის (პრემიერ-მინისტრი მ. ბახტაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (მ. ბატიაშვილი), სსიპ-მპგც-ის ხელმძღვანელი თანამშრომლების დაუგეგმავი, გაუთვლელი, კანონსაწინააღმდეგო საკადრო პოლიტიკის განხორციელების შედეგად დადგნენ მძიმე ფაქტის წინაშე. სახელმწიფოში შეიქმნა მასწავლებელთა დეფიციტი. მე ვიტყოდი, რომ ეს მასწავლებელთა დეფიციტი ხელოვნურად იყო გამოწვეული. კერძოდ, კვალიფიციური პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლები გაუშევს სამსახურებიდან. აქედან გამომდინარე, სკოლებში აღარ ჰყავდათ პროფესიონალი, კვალიფიციური პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც დაასაქმებდნენ.

ამასთან, მინისტრ მ. ბატიაშვილის 2019 წლის 16 აგვისტოს 169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არასპეციალისტ და არაკვალიფიციურ პირს მასწავლებლობის მაძიებელს ავალდებულებდნენ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულბაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩაებარებინა იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურდა სკოლაში.

სამინისტრო (მ. ბატიაშვილი), სსიპ-მპგც (ბ. შუკაკიძე), ხელმძღვანელი თანამშრომლები გვიან მიხვდნენ, რომ კანონმდებლობის აღნიშნულ ვალდებულებას, არასპეციალისტი და არაკვალიფიციური, ე.ი. უცოდინარი მასწავლებლობის მაძიებელი პირები ვერ ჩააბარებდნენ გამოცდას, ამიტომ 4 დღის შემდეგ გამოცემული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ნ174/ნ ბრძანების გარდამავალი დებულების (თავი მეხუთე, მუხლი 13, გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით) თანახმად, „2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს, აგრეთვე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლბელო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამის დისტანციური კურსი“. 

აღნიშნული მუხლი ეხება პირს, რომელიც იწყებს სკოლაში მუშაობას, ერთვება სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად, მაგრამ იგივე მუხლი შეეხოთ მასწავლებლის მაძიებლებსაც.

ზემოთ აღნიშნული ბრძანების გარდამავალი დებულების მე-13 მუხლი ნიშნავს, რომ 2023 წლის ბოლომდე პრაქტიკოს ან მაძიებელ მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერ პირს, კერძოდ, საგნის არასპეციალისტს, არაკვალიფიციურ პირს, რომელიც ტუტორის ზედამხედველობით მუშაობს (2019 წლის 16 აგვისტოს მინისტრის ბრძანება ნ169/ნ მუხლი 2, „ე“ ქვეპუნქტი, მუხლი 10, ტუტორი) და რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი. 

აქ უნდა გავარჩიოთ ორი შემთხვევა:

1) მინისტრის ბრძანება 174/ნ თავი მეხუთე გარდამავალი დებულებებით, მუხლი 13 ( გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით): პირი, რომელიც იწყებს პირდაპირ პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობას სკოლაში ან ორი წლის ვადაში აბარებს საგნის გამოცდას და გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანამანთლებლო პროგრამას ან მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს. 

დავაზუსტოთ, რომ ეს პირი, ე.ი. პრაქტიკოსი მასწავლებელი არის საგნის არასპეციალისტი და არაკვალიფიციური დიპლომით. ერთი სიტყვით, საგნის უცოდინარი პირი;

2) მინისტრის ბრძანება 169/ნ თავი მეოთხე გარდამავალი დებულებებით (მუხლი 14, პუნქტები 1,2, მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები) პირი, რომელიც იწყებს მასწავლებლობის მაძიებლად სკოლაში მუშაობას და ორი წლის ვადაში აბარებს საგნის გამოცდას და გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურსს. 

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი,

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე