ია აბულაშვილი
(02.11.2020)


"ორივე მხარემ უნდა მოძებნოს გამოსავალი, რადგან ამ პანდემიის პირობებში ქვეყანა ახალ არჩევნებს ვერ გადაიტანს. არჩევნები ფულთან არის დაკავშირებული და კიდევ ფულის ხარჯვა უნდა ამ ქვეყანას?"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე არჩევნების შედეგების გამო ოპოზიცის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტს აცხადებს. ისინი უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე და 8 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

"არჩევნების დღემ ჩემს თვალწინ ჩაიარა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, ერთმანეთს არ ინდობდნენ. ეს არის ის შედეგი, რაც მივიღეთ.

"ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შევა პარლამენტში. როგორ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ ამდენი პარტია, რომელიც ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდა, დღეს ერთად არიან შეკრული და არ უნდათ პარლამნეტში შესვლა, ასეთი რამე არ მახსოვს.

"სირცხვილი არ იქნება ერთპარტიული სისტემა რომ მივიღოთ. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ მრავალპარტიული სისტემა უნდა გვქონდეს. ეს გაუთავებელი მიტინგებიც მომბეზრდა.

"კიდევ ერთ არჩევნები კი ამ პანდემიის დროს, როგორ გადაიტანს ქვეყანა არ ვიცი, არჩევნებს ხომ ფული უნდა და კიდევ ფულის ხარჯვა უნდა ამ ქვეყანას? მე ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა მოძებნოს გამოსავალი"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე