ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
რეზონანსი
(13.10.2020)


ახლა განვიხილოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ვადებთან დაკავშირებული ანალიზიდან გამომდინარე დასკვნა:

1) მ. სააკაშვილის მმართველობის დროს კანონით განსაზღვრული მასწავლებელთა საგამოცდო ვადები იყო უცვლელი, უწყვეტი და სტაბილური. მოსალოდნელი შედეგი,სკოლებიდან გაშვება, კი იყო ცნობილი 7 წლით ადრე!

2) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მასწავლებელთა საგამოცდო ვადები კანონით არ იყო დადგენილი. პირიქით, კანონიდან ვადები ამოიღეს იმ მიზეზით, რომ მოქმედი მასწავლებლებისათვის გამოცდების მოხსნის სურვილი ჰქონდათ, რაც დასტურდება ხელისუფლების მაღალჩინოსნების სიტყვიერი განცხადებებით ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. მართალია, საუბრობდნენ გამოცდების საერთოდ გაუქმებაზე, მაგრამ შეძლეს მხოლოდ ერთი გამოცდის მოხსნა. ეს იყო პროფესიული უნარების გამოცდა.

კორუმპირებული კლანის გავლენით, განათლების ერთ-ერთი მინისტრის, ს. ჯეჯელავას შეცდომაში შეყვანის გამო, 3 წლის შემდეგ პროფესიული უნარების გამოცდა ჯერ აღადგინეს აქტივობების ჩამონათვალში, ხოლო დაინტერესებულმა კლანმა ისევ გადაიტანა პროფესიული უნარები სავალდებულო გამოცდების ჩამონათვალში;

3) 2015 წელს მიიღეს ახალი სქემა, რომელშიც პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ვადა არ იყო დაფიქსირებული. მხოლოდ აღნიშნული იყო პრაქტიკოსი მასწავლებლების კრედიტქულების შეგროვების 4-წლიანი პერიოდი, რომელმაც იარსება მხოლოდ 1 წელი და 11 თვე. შემდეგ აღნიშნული სქემა გააუქმეს 2017 წლის 24 იანვარს და, ამავდროულად, საგამოცდო ვადებიც გაუქმდა;

4) 2017 წლის 26 იანვარს მიიღეს კვლავ ახალი სქემა, სადაც 2 წელი და 6 თვე, ვადები არ ყოფილა დაფისქირებული. აღნიშნული სქემა გაუქმდა 2019 წელს;

5) 2019 წლის 23 მაისს კვლავ მიიღეს ახალი სქემა, სადაც საგამოცდო ვადები არ იყო პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის განსაზღვრული;

6) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს საგამოცდო ვადა მთავრობის დადგენილებით სამჯერ იყო მითითებული. აქედან. ვადები ორჯერ მიუთითეს 6 და 3 თვით ადრე. მაგალითად, ექვსი თვით ადრე იმიტომ დააფიქსირეს, რომ პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა გაეშვათ სისტემიდან, ხოლო ამჟამად დაადგინეს, რომ სკოლებიდან გაუშვან არარეგისტრირებული და რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლები. საინტერესოა, რომ რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდო ვადა 1 კვირით განისაზღვრა, მოგეხსენებათ, გამოცდები შემოდგომაზე გადაიტანეს. ამის გამო, ვადა 3 თვემდე გაიზარდა, ხოლო არარეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლები ცალკე გამოყვეს და არავითარი ვადა არ მისცეს, ისე გაუშვებეს განათლების სისტემიდან!

7) როდესაც ჩვენ ვახსენებთ საგამოცდო ვადას, აქვე იგულისხმება სამსახურებიდან მოსალოდნელი გაშვების ვადებიც!

8) გამოდის, რომ ყოველი საკადრო წმენდის წინ მოულოდნელად ატყობინებდნენ სქემაში სახელდახელოდ შეტანილ ცვლილებებს მთავრობის დადგენილებებით 6 და 3 თვით, ბოლოს _ 1 კვირით ადრე!

9) „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობიდან პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა საგამოცდო და სამსახურებიდან გაშვების ვადები იცოდნენ 2015-2016 წლებში, მხოლოდ 1 წელი და 11 თვე. ჩვენ მიერ დაანგარიშებული 2 წლისა და 8 თვიდან (ამ დროში ვადები ცნობილი იყო), 9 თვე იშლება 6 თვედ და 3 თვედ, სამსახურებიდან გაშვების წინ იყვნენ გაფრთხილებული!

10) დღევანდელ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, არ ჰქონდა განსაზღვრული ზოგადი განათლების კანონით, უწყვეტად, უცვლელად, სტაბილურად, გარკვევით პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდო და სკოლებიდან გათავისუფლების ვადები;

11) რასთან გვაქვს საქმე? რატომ არ განსაზღვრავდნენ კანონით მყარად ვადებს, პოპულისტობდნენ, კარგი კაცის როლს თამაშობდნენ თუ ამ არაპოპულარული საქმის გაკეთება უნდოდათ ჩუმად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებლის სახლში გაშვება იყო დაგეგმილი, რაც წარმატებით შეასრულეს! 8 ათასზე მეტი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი ორ ნაკადად გაუშვეს: 6000-ზე მეტი _ გამოცდებამდე, ხოლო 2000-ზე მეტი _ გამოცდების შემდეგ! ახლა გაუშვებენ 1600-ზე მეტ არარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელს და, ჯერჯერობით, 10000-ზე მეტი მასწავლებელი იქნა გაშვებული. შემოდგომის გამოცდების შემდეგ რამდენიმე ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი დაემატება წამსვლელთა რიგებს.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლებიდან გაშვების ვადები და თვით პროცესი მთავრობის დადგენილებებში ფიქსირდებოდა ზაფხულში, როცა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები შეჩერებულია. 

2019 წლის 6 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით, პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს შვებულებაში ყოფნის დროს აცნობეს სამსახურებიდან გათავისუფლების საკითხი. პენსიონერი მასწავლებლები, შვებულებაში მყოფები, გაათავისუფლეს, შვებულებიდან გამოძახება არც კი გაუკეთებიათ. მათი სკოლებიდან დათხოვნა მოხდა სწავლის დაწყების წინ, ხოლო მეორე შემთხვევაში _ შუა სასწავლო წელს! ეს კატეგორიულად გაუმართლებელია პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით;

12) უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოში, კანონმდებლობით, პენსიონერ მასწავლებლებს აქვთ მუშაობის უფლება, მაგრამ ხელისუფლება მოქმედებდა ისე, თითქოს ისინი ნებაყოფლობით მიდიოდნენ სკოლებიდან, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე! სინამდვილეში, ეს იყო ძალდატანება ხელისუფლების მხრიდან!

13) საბოლოოდ გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვადა მხოლოდ ერთხელ დააფიქსირა გაურკვევლად, 2015-2016 წლებში, მაგრამ ისიც გააუქმეს 1 წლისა და 11 თვის შემდეგ, მხოლოდ 2-ჯერ დააფიქსირეს ვადები პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლების სამსახურებიდან გაშვების;

14) აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა სავალდებულო საგამოცდო და სკოლებიდან გაშვების ვადები არ იცოდნენ 8 წლის განმავლობაში და 2020 წლის 26 ივნისს, როცა არც ერთ დღეს არ აძლევ არარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელს 15 აგვისტოდან, შვებულების დროს, პირდაპირ ათავისუფლებ სამსახურიდან, ხოლო რეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ჯერ აძლევ 1 კვირას, ხოლო გამოცდების გადატანის გამო ვადა გაიზარდა 3 თვემდე. გამოცდების შემდეგ ბევრს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდება! ეს ხომ შეიძლებოდა სცოდნოდათ 8 წლით ადრე!

ასევე, 2020 წლის 26 ივნისს მთავრობის N390-ე დადგენილებით პრაქტიკოს მასწავლებლებს აცნობეს, რომ მათი სტატუსი უქმდება და, პირობითად, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე უსტატუსო მასწავლებლის სახით იქნებიან სკოლებში დატოვებული! პრაქტიკოსი და უსტატუსო მასწავლებლების გაუქმებისა და შემოტანის მიზეზები არ არის დასაბუთებული!

15) ასეთი მიდგომა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, მასწავლებლობა საქართველოში არის სტრესული და არასტაბილური პროფესია, ხოლო საერთაშორისო გამოცდილებით კანონმდებლობა ისეა აწყობილი, რომ მასწავლებლის პროფესია არის პრესტიჟული, სტაბილური, გამოცდებს მოქმედ მასწავლებლებს არ აბარებინებენ და თუ ასეთი რამ ხდება, ტესტები წინასწარ არის ცნობილი, კრებულები დაბეჭდილია წლების წინ!

არც ერთ ქვეყანაში მოქმედ მასწავლებლებს, კვალიფიკაციისა და სტაჟის მქონეთ, არ უწოდებენ მაძიებელსა და პრაქტიკოსს!

სკოლებში არასპეციალისტები და არაკვალიფიციური ხალხი კვალიფიციური სპეციალისტების ნაცვლად არ შეჰყავთ და ასეთ ქმედებებს რეფორმას არავინ უწოდებს!

ეს არის ანტირეფორმა! ეს არის არც პროგრესისაკენ წინსვლა, არამედ - რეგრესისკენ სწრაფვა! ეს არის დანაშაული! ეს არის ბავშვისათვის სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლების მიღების უფლების დარღვევა! ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა!

ეს არის უხარისხო სწავლებით მიყენებული ზარალი მოსწავლეზე, ოჯახსა და საერთოდ, სახელმწიფოზე!

16) მპმდკწ სქემით არ უნდა დარეგულირდეს მასწავლებლის სტატუსის სახეები და მასთან დაკავშირებული სამსახურებრივი ვალდებულებები, თუ საერთოდ ასეთი სტატუსები უნდა იყოს. ჩვენი აზრით, არ უნდა იყვნენ მასწავლებლები სტატუსებად დაყოფილი;

17) რაც შეეხება ვადების დასახელების პროცესს, „ქართული ოცნების“ მთელი მმართველობის განმავლობაში იყო არაზუსტი და არაგონივრული, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობისას იყო ერთი და იგივე ვადა, ზუსტად განსაზღვრული და 8 წლით ადრე იცოდნენ საბოლოო საგამოცდო და სკოლებიდან დათხოვის ვადები!

18) დაუდგენელი, წინასწარ გამოუცხადებელი ვადების გამო ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელი დარჩა სამსახურის გარეშე, შრომითი უფლება მათ წაერთვათ!

ეს არის შრომის კონსტიტუციური უფლების დარღვევა (მუხლი 26, პუნქტი 1, საქართველოს კონსტიტუცია .., და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით).

 აგრეთვე, ერთმევათ კვალიფიკაცია და მასწავლებლობის უფლება!

19) ვინაიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის 8 წლის განმავლობაში ზოგადი განათლების კანონით არ იყო და არ არის განსაზღვრული მასწავლებელთა საგამოცდო და სკოლებიდან დათხოვის ვადები, ამიტომ, უფლება არ გაქვთ, პედაგოგები გაუშვათ სამსახურებიდან კანონსაწინააღმდეგოდ, ერთჯერადად დაფიქსირებული ვადების გამო!

მანანა ნიკოლაიშვილი

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე