რეზონანსი
(12.02.2025)

11 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი, "ჩუ­მად ნათ­ქვა­მი“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის 30-წლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა და მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეც.

სა­ღა­მოზე ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და. მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყო მომ­ღე­რა­ლი სოფო გე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც 15 წლის ასაკ­ში ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემ "ხო­რუ­მი“ და­უ­წე­რა და ამ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პიც გა­და­ი­ღო.

მან სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფილარმონიის სცენიდან პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ამ სიმ­ღე­რის შემ­დეგ, თუ არ ვთქვი ჩემი სათ­ქმე­ლი, მა­შინ არც ჩემი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არც ჩემი ხმა მარ­თა­ლი. ამ წუ­თას, ამ სცე­ნი­დან მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ პა­ტი­მარს, ვი­საც უსა­მარ­თლოდ არ­თმე­ვენ ხვა­ლინ­დელ დღეს" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

სოფო გე­ლო­ვა­ნის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა, კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. პრო­დი­უ­სე­რი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე წერს, რომ "ეს იყო უკი­დუ­რე­სი უკულ­ტუ­რო­ბის, უზ­რდე­ლო­ბის და სა­მარ­ცხვი­ნო ქცე­ვის მა­გა­ლი­თი...“

ambebi.ge დი­ლი­დან ცდი­ლობ­და სოფო გე­ლო­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა მომ­ღე­რალ­მა ზა­რებს და მე­სიჯს არ უპა­სუ­ხა. რო­გორც ჩანს, მას და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურს.

ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ლი­კო ნემ­სა­ძემაც სატელეფონო ზარს კი უპა­სუ­ხა, თუმ­ცა მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

სამაგიეროდ, გელოვანს გადაწყვეტილება მოუწონა ნოდიკო ტატიშვილმა:

"მიყ­ვარ­ხარ შენი ღირ­სე­ბით, სი­მარ­თლით, ადა­მი­ა­ნო­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და მე­გობ­რო­ბით! სოფო, ბრა­ვო! დარ­ბა­ზი და­ინ­გრა ჰქვია ამას!“ - დაწერა ტა­ტიშ­ვილ­მა.

რო­გორც "ამბებს" წყა­რო უყ­ვე­ბა, სოფო გე­ლო­ვანს გან­ცხა­დე­ბა არც კომ­პო­ზი­ტორ­თან და არც შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან არ შე­უ­თან­ხმე­ბია. მან პი­რა­დი აზრი გა­აჟ­ღე­რა და ეს ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე