რეზონანსი
(12.02.2025)
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმა „საქართველოს
უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თავად რულოვსი ავრცელებს.
როგორც ის წერს, ახლ ონლაინ განაგრძობს სწავლას მაგისტრატურაში ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მიმართულებით:
„წარმატებით დავამთავრე ფსიქოლოგიის ბაკალავრი და უკვე დავიწყე ონლაინ მაგისტრატურა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში!“ - დაწერა სანდრა რულოვსმა.
აღსანიშნავია, რომ მისმა შეცვლილმა გარეგნობამ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია:
"ეს არაა სანდრა..."
"არაა სანდრა, რატომ აქვეყნებთ ასეთ ცრუ ინფორმაციას" - წერენ კომენტარებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე