რეზონანსი
(12.02.2025)

14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ოჯახი 16 იანვრის შემდეგ ეძებს. მოზარდი უკვალოდ გაუჩინარდა. ისინი დღეს ტელეეთერით შვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. 

"ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა. არ ვიტირებ, დე" - ამბობს ალექსანდრეს დედა. მისი თქმით, შვილი ეუბნებოდა, რომ მასთან წაეყვანა.

"დე, თავისუფლად მინდა ვიყო. შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლადო." - იხსენებს ალექსანდრეს დედა შვილის ნათქვამს.

"საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული. განგაშის ზარი დავეცი ეგრევე, როგორც კი ეს პოსტი ვნახე" - ამბობს ალექსანდრეს დედა, ნათია.

"დაყრილი არაფერი იყო. ქურთუკიც დაკეცილი, ჩანთა დადებული, ტელეფონი ავიარეჟიმზე დაყენებული" - იხსენებს ალექსანდრეს მამა.

ალექსანდრეს დედა, ნათია, საკუთარ შვილს მიმართავს და ეუბნება, თუ გამოჩნდება, აუცილებლად დედასთან იცხოვრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე