რეზონანსი
(23.03.2023)

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს ტელეწამყვან შალვა რამიშვილზე, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა ამხილა და საზოგადოებას მისი შვილების ლანძღვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"შალვა რამიშვილი ციხეში იჯდა, როცა მისმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ, პატიმრის ტექსტები მომიტანა და დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნე LIB.GE -ზე. როცა გათავისუფლდა, შემხვდა რამდენჯერმე და რაც შემეძლო, გავაკეთე მისთვის. ახლა ის და მისი კორპორაცია წიგნის უმთავრეს მტრად მაცხადებს. ეგ არაფერი. და არც ვახსენებდი ამ სახელს, მაგრამ შემატყობინეს, რომ თურმე მის შვილებს გადაწვდნენ და მამის გამო ლანძღავენ. ეს უმსგვავსობაა, თუ არა მეტი. შეწყვიტეთ", - წერს კეკელიძე„

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე