რეზონანსი
(22.03.2023)

დააკავეს ბინის მესაკუთრე, რომელმაც, მიწისძვრის შემდეგ ადანაში ყოველთვიური ქირა 833 ლირიდან 5 ათას ლირამდე გაზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სახლის წლიური კონტრაქტი, სადაც მდგმური (აინური) 4 წლის წელი ცხოვრობდა ამოიწურა. მეპატრონემ კი მას ქირა 5 ათას ლარამდე გაუძვირა.

აინური ქმარმა 20 წლის წინ მიატოვა. იგი ბინაში დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული. თანხა კი ამხელა ქირის გადასახდელად არ აქვს.

მომხდარზე პოლიციამ ზომები მიიღო და სახლის მეპატრონე, 37 წლის ემინ ჩ.დააკავა.

დაკავებული ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილად დააკავეს. სახლის მეპატრონე სასამართლოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე