რეზონანსი
(03.12.2022)

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების საპატივცემლოდ ქვეყანაში გლოვის გამოცხადების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

"როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…

უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავდნენ…", - წერს გია ხუხაშვილი.

დღეს 3 დეკემბერს რუსული ოკუპანტების წინააღდმეგ ბრძოლაში ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია დაიღუპა.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე