10.10.2021

რეკლამა

სოციალური ქსელის გვერდი „ბათუმი" შემზარავ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც გორგასალის ქუჩაზე მცხოვრებმა გადაიღო. როგორც ადგილობრივი აცხადებს, შესაძლოა ბინა მალე ჩამოინგრეს და ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

„მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 - მცხოვრები. სასტუმრო „აისის" კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა ამ კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოებში.

ეს ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, ბზარი რომელიც ყოველდიურად იზრდება და ფაქტობრივად ბომბზე ვზივართ. არ გვძინავს ვართ სტრესის ქვეშ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და გააშუქეთ სანამ არ დატრიალდა იგივე ტრაგედია, რაც უკვე ვიხილეთ", - წერს ვიდეოს ავტორი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×