რეზონანსი
20.02.2020

"პოლიტიკურად ეს დასრულდება თუ არ დასრულდება ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვიცი, რომ მჯერა უფრო სწორად, კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ ჩაიდენს", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "პრაიმტაიმთან" საუბრისას, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მისი განსხვავებული აზრი, რომ არის მაგიტომ იჯდა ციხეში. ფაქტია, რომ გამოუშვა ხელისუფლებამ გარეთ რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად მოიხადა სასჯელი რა ბრალიც ჰონდა წაყენებული. რაც შემიძლია ერთადერთი მინდა ვთქვა, ვთვლი, რომ წესიერი ადამიანია. არ ჩაიდენს დანაშაულს, მე იმედი მაქვს. პოლიტიკურად ეს დასრულდება თუ არ დასრულდება ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვიცი, რომ მჯერა უფრო სწორად, კანონსაწინააღმდეგოს არაფერს არ ჩაიდენს", - თქვა მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, რომ მეუფე ნიკოლოზმა ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იგი პატიმრობის დრო რამდენჯერმე მოინახულა.

შეგახსნებთ, რომ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ყოფილ ძალოვან მინისტრს სწორედ დღეს ამოეწურა პატიმრობის ვადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×