რეზონანსი
15.02.2019

 საქართველოში სოცმუშაკებს უამრავი პრობლემა ხვდებათ, ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხის წინაშე აყენებენ. სოციალურმა  მუშაკი ნანი მახათაძე ასეთ შემთხვევას იხსენებს:

"ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით ორ ოჯახს არჩენდა – თავისი ქმრის და მშობლების.

მისი მშობლები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. საღამო იყო, რომ მივედით. ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა, ატეხა კივილი და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ის მეზობელი გამოგვენთო, ჭიშკრის აქეთ არ გადმოხვიდეთო.

პატრული გამოვიძახეთ, საგამოძიებო სამსახურიც და ამ დროს სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა. ახლა ის გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ჩვენ გვემუქრებოდა მოკვლით, მერე იძახდა, თავს მოვიკლავ, ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, ჯერ ჩემს კოლეგას, ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, არ იყო გამორიცხული, ასეთ გააფთრებულს მართლაც ჩაერტყა, ქსენიამ შეძლო გაქცევა, ამის შემდეგ ჯერ მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო… სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია.

სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, ვთხოვეთ ბავშვიც გაესინჯათ, რადგან ძალიან ახველებდა. ბავშვს სიცხე ჰქონდა 38,5 გრადუსი – ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. ამ ფონზე როგორ უნდა დაგვეტოვებინა იმ გაუსაძლის პირობებში. დილის 4 საათზე დედა რომ მოიყვანეს, მოკიდა ბავშვს ხელი და გამოგვიცხადა, რომ არ გამოგვატანდა, – ბებია ხვალ წაიყვანს ექიმთანო.  თან ყვრიოდა, – ორი დღეა საჭმელი არ მიჭამიაო…

ამ დროს პოლიციელმა როგორღაც გამოართვა ბავშვი, ამის მერე უარეს დღეში ჩავარდა. გამომძიებელმა ხელში მომაჩეჩა ეს ბავშვი და მითხრა, შენ წინ წადი, მე უკან მოგყვები და ამათ მე მივხედავო. მანქანაში ჩავსხედით. მანქანას მუშტებს და ფეხების ურტყამდნენ. ორი დღეც რომ დაგვეტოვებინა ბავშვი, არ ვიცი, რა დაემართებოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც სიცხიანი, გაუსაძლის პირობებში.

ექიმმა სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში, სოცმუშაკმა ქსენიამ და მიმღებმა ქალბატონმა აბანავეს, ერთი წლის ბავშვი საშინლად იყო დასვრილი, თან პატარა სულ ტილიანი იყო, თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. ასეთი რამე პირველად ვნახე, გადახოტრილი თავიც სავსე იყო ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი ტილები და პატარას სისხლს სწოვდნენ. აბანავეს, აჭამეს, სიცხემაც დაუწია და ჩაეძინა სითბოში პატარას. აწი მის ჯანმრთელობაზე ის ოჯახი იზრუნებს", - უთხრა "კვირის პალიტრას" სოცმუშაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )