რეზონანსი
03.07.2025

რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპული უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა:

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… არ უნდა გამეშვი. როგორ მინდოდა არ წასულიყავი, 11 მაისი იყო და სამ დღეში,

14-ში წამართვეს შენი თავი, უტი…

ეგ დილა არასდროს არ დამავიწყდება…

როცა გავიგე მარტო შენი სახელი თქვეს უტა, იქვე ფეხქვეშ მიწა გამომეცალა…

1 კვირაში უნდა ჩამოსულიყავი, დღეებს ვითვლიდი და ახლა უსასრულოდ უნდა ვითვალო დღეები, თვეები და წლები თუ როდის შევხვდებით ჩვენ, მე და შენ ერთმანეთს…

მინდა მაგრად ჩაგეხუტო და არსად გაგიშვა“, - წერს დაღუპულის მეუღლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×