რეზონანსი
09.06.2025

ადვოკატი მარი საბიაშვილი მერაბ დვალიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახევ წერს:

"სწორედ ახლა ვესაუბრე მერაბ დვალიშვილის მეგობარს და ვკითხე, რა უთხრა ტრამპს..

100% ვადასტურებ, რომ მან მხოლოდ პატივისცემა გამოხატა ტრამპის მიმართ და ის არ უთქვამს, რასაც ოპოზიცია დააპროწიალებს. მან ტრამპს უთხრა, რომ “დიდ პატივს გცემ და შენ კარგი პრეზიდენტი ხარო”- დაახლოებით ეს.

მალე თავადაც გააკეთებს ამაზე კომენტარს დიდი ალბათობით.

განა რამე, მაგრამ ბოკუჩავას ქმრისა არ იყოს, ახლა რომ ბოდიშებს იხდის, ტყუილებზე ნუ აწყობთ პროპაგანდას ეს ოპოზიცია. ტყუილები მჟღავნდება და თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ისე, ჩემი რჩევაა UFC საქართველოს პირველი პირებიც დაესწროთ ხოლმე.

მოკლედ...

#ტყუილზეაგებულიპროპაგანდაკლავს” - დაწერა მარი საბიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×