რეზონანსი
13.12.2024

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე ტელეკომპანია „იმედის" თანამშრომელი აღარ არის. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტელეარხმაც დაადასტურა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში, 2007 წლის ნოემბრის თვეში გამართული აქციების მონაწილე, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გამოეხმაურა და სხირტლაძის ტელეკომპანიიდან გაშვების ფაქტს სამართლიანობის აღდგენა უწოდა.

„ეს ფაქტი ერთგვარ სამართლიანობის აღდგენად მიმაჩნია და გეტყვით რატომ პიროვნულად რა თქმა უნდა არაფერს ვერჩი, დუტა სხირტლაძე უდავოდ ნიჭიერია და კარგი შოუმენია, მაგრამ მისი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური პრეფერენციები სხვა თემაა.

გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვიწოდა სულელები იმ ხალხს, ვინც 2007 წლის ნოემბრის დღეებში რუსთაველის გამზირზე ვიდექით და რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით.

სიტყვასიტყვით მახსოვს რაც თქვა მაშინ „რუსთავი 2"-ის ეთერში, რომ ერთადერთი კარგი რაც ახლა ხდება, ის არის, რომ იქ თინეიჯერები არ დგანან და ამ სულელებს არ უყურებენო.

სულელები გვიწოდა ათიათასობით ადამიანს, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავდით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - ამბობს ჯაბა ხუბუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×