რეზონანსი
13.12.2024

მსახიობ მერაბ ნინიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მას დედა გარდაეცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი ავრცელებს.

„მერაბ ნინიძის დედა გარდაიცვალა - ქალბატონი მანანა...

ოდესღაც, წინა საუკუნეში, ჯერ კიდევ რომ ჩემ მიერ დაარსებულ გაზეთ „ფიქრებს" გამოვცემდი, ვრცელი ნარკვევი მქონდა მერაბ ნინიძეზე.

მაშინ შევხვდი და გავიცანი ეს გულისხმიერი ქალბატონი. ნამდვილად გიჟი დედა... შემდეგ, „დილის გაზეთში" მოვამზადე კიდეც მისი პორტრეტული ნარკვევი რუბრიკაში „დედები".

ახლა გავიგე რომ გარდაიცვალა... სადღაც, რაღაც ჩამწყდა", - წერს რევაზ შატაკიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×