რეზონანსი
12.12.2024

სოციალურ ქსელში ახალგაზრდის, ნინი გუჩმაზოვის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილია, რომ 16 წლის გოგონა ავარიაში დაიღუპა. მას მეგობრებო და ახლობლები ემშვიდობებიან:

„მოგიკვდი მამიდა შენ, რატომ ჩემო ანგელოზო, რატომ. როგორ გიყვარდა სიცოცხლე, მამიდას სიხარულო, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი"

„ვაიმე, რატომ ასეთი ანგელოზი. ნინი, ვიწვი შენი საცოდაობით“

„ანგელოზი ბავშვი… ღმერთო, რატომ უნდა უკვდებოდეს დედას შვილი, გამძლეობას ვუსურვებ, არ ვიცი, რა ვთქვა…“

„რატომ წახვედი, ჩემო ფერია გოგო, ძალიან პატარა ხარ ჯერ… ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე, ნინი. რატომ, ნუთუ ასე გეწერა, ნუთუ არ უნდა გეცოცხლა… დილით მითხრეს, ნინი მოკვდაო, რატომ, ჩემო პატარა. სული მეწვის. არ გვჯერა, ვეღარ ამოხვალ, მოდი, ისევ გეჩხუბო, ჩემო ლამაზო გოგო. ამოდი, რომ გითხრა, ნინი, ჭკვიანად იყავი…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×