რეზონანსი
10.08.2024

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი აშშ-ში იმყოფება, მას რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს.

„მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.  ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ,“ - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი და დათის ფოტოს აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×