რეზონანსი
29.11.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი, იოანე დიადი წერს, რომ ერთ-ერთი იყო, ვისაც “ტვ იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ დაურეკა და სიუჟეტზე დაწერილი კომენტარის გამო პასუხი მოსთხოვა.

“დღეს ბევრი მესიჯი შემომივიდა იმედის სიუჟეტთან დაკავშირებით. ყველა მეკითხებოდა ნამდვილად იყო თუ არა ჩემი ხმა.

დიახ, ჩემი ხმა იყო და დიახაც, მე მას საზოგადოებისთვის მავნებელი ადამიანი ვუწოდე.

გუშინ საღამოს 16;30 ზე მირეკავს ტელეფონი:

,,გამარჯობა იოანე, მე მარიკა ბაკურაძე ვარ“

და დაიწყო გარჩევა. არ უთქვამს, თუ საიდან ჰქონდა ჩემი ტელეფონის ნომერი. არ გაუფრთხილებივარ, რომ ჩემთან ინტერვიუს წერდა. ვიფიქრე: რადგან ჩემს კომენტარს, რომელიც მის წინა სიუჟეტზე დავტოვე, ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, მას ადამიანურად აინტერესებდა ჩემი აზრი, ან უბრალოდ კომენტარის წაშლას მთხოვდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, 17 წუთი მთხოვდა პასუხს ჩემს კომენტარზე, ვიღებდი თუ არა პასუხისმგებლობას იმ კომენტარზე რაც დავწერე…

17 წუთის განმავლობაში ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჩემი კომენტარი ადეკვატური რეაქცია იყო მის, ჩემის აზრით რაშისტულ, რასისტულ და ჰომოფობიურ სიუჯეტებზე. 17 წუთი მარწმუნებდა, რომ მე მას კომენტარში უცენზუროდ ,,ყ“ და სამი ასოთი მოვიხსენიებდი, რაც სრული სიცრუეა და მსგავსი რამ ჩემს კომენტარში არ ყოფილა, ცდილობდა ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას.

ეთერში გასული რამოდენიმე მისი სიუჟეტი მოვუყვანე მაგალითად. მართლა გულით მჯეროდა, რომ ამ ადამიანს ჩვენი, როგორც მაყურებლის აზრი აინტერესებდა. 17 წუთიანი საუბრის შემდეგაც ვერ მივაღწიე ვერანაირ შედეგს. შევთავაზე სადმე კაფეში დაპატიჟება, სადაც ადამიანურად ავუხსნიდი, თუ რა მავნე შედეგი შეიძლება მოეტანა მის მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს საზოგადოებისთვის. მივხვდი, რომ მასთან საუბარს არანაირი აზრი აღარ ჰქონდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ მსურდა, თანაც დაკავებული ვიყავი და მეტს ვეღარაფერს ავუხსნიდი. საღამოს სატელეფონო საუბრის გაგრძელებაც შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე და ტელეფონი გავუთიშე.

დღეს სრულიად შემთხვევით გადავეყარე გადაცემას, სადაც 4 წამყვანი მოწვეულ ფსიქოლოგთან ერთად გვანაგავებენ, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ჩვენ კლავიატურას ამოფარებული მხდალები ვართ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვბედავთ კომუნიკაციას და რა ცუდ გავლენას ვახდენთ საზოგადოებაზე. ამავდროულად ეთერში უშვებენ ჩემს საუბარს, რომელიც გაუფრთხილებლად ჩაწერა, დააქუცმაცა, დაამონტაჟა როგორც მას აწყობდა და ასე გაუშვა ეთერში.

ახლა იმედის თანამშრომლები მწერენ და მიხსნიან, თუ როგორი ბულინგის მსხვერპლი გახდა დღეს ბაკურაძე და როგორი შესაცოდია იგი.

ნაძეჟდა, გარეკე?”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×