რეზონანსი
28.11.2022

ქმრის მიერ, ავტობუსში მოკლული ქალის დედა პირველ განცხადებას ავრცელებს. მოკლულის დედა ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ.

„მაქვს ინფორმაცია, ცდილობენ შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ" - ამის შესახებ ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული ქალის ოჯახი საუბრობს. ეს მათი პირველი საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 მაისს მომხდარის შემდეგ.

საუბარია 7 თვის წინ, თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც მამაკაცმა მეუღლეს ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ 12 ჭრილობა მიაყენა.

,,მოვითხოვ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მე მგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.

მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს“, - ამბობს მოკლული ქალის დედა ,,მთავარ არხთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×