რეზონანსი
27.11.2022

ჟურნალისტი ელზა წიკლაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ალიკაპის გარეშე მოსერინე ძაღლმა ლამის სიცოცხლეს გამოასალმა. ის იმ ადამიანებს მიმართავს ვისაც ცხოველი ჰყავს, რომ ალიკაპის გარეშე ქუჩაში არ ატარონ.

„მე გადავრჩი, მაგრამ ფსიქოლოგირად გავნადგურდი და ამას ვინ ამინაზღაურებს?! მორალურ ზიანს ვინ აანაზღაურებს?! ვერავინ, ალბათ, მხოლოდ დრო, მაგრამ რა პერიოდი უნდა გავიდეს, რომ ის კოშმარი ღამე დავივიწყო, არ ვიცი...

ამიტომ 20 კი არა, 2000 ლარი უნდა იყოს ჯარიმა!!! და განმეორების შემთხვევაში უფრო მეტი... სხვის სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება, არა!!!

23 ნოემბერს, ალიკაპის გარეშე გამოყვანილი ძაღლი, ცოტაც და სიცოცხლეს გამომასალმებდა. ხოდა, აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა პატრონებო და გაუკეთეთ სასეირნოდ გამოყვანილ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ალიკაპი ან მოკლე საბმელი!!! არგუმენტი, რომ არ იკბინება, ცოტა სასაცილოა. ის ძაღლიც არ იკბინებოდა, ვისაც სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი იმის თქმით, მაგრამ ისე მეცა და მათრია, მეგონა მომკლავდა... ხო კიდევ ქუჩის ძაღლებზე აპელირება ცოტა უხერხულია, ისინი არ არიან გაწვრთნილები და ერთი დატევითაც გარბიან... მიხედეთ პატრონებო თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, 23-ში გადავრჩი უფლის წყალობით, ხვალ შეიძლება ისევ მეტაკოს და ვერ გადავრჩე ან სხვას ეტაკოს და ის ვერ გადარჩეს... აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა!!!" - დაწერა ელზა წიკლაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×