რეზონანსი
26.11.2022

„ლეიბორიტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება, ჩემო გიორგი. სიკეთის, კეთილშობილების განსახიერება იყავი. წარსულ დროში როგორ უნდა გახსენოთ. ჩემს შვილებს დააკლდება შენნაირი მეგობარი, ნათესავი. საქართველოს კი ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც შვილიც არ დარჩა.

რატომ უნდა დაგჭირვებოდა სამშობლოდან პოლონეთში გადახვეწა, ძნელი მისახვედრი არაა.

ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო. არ მჯერა, რომ ვერასოდეს გნახავ

ჩემო ბიჭო, ჩემო ბუნჩულა, ჩემო სიყვარულის ადამიანო", - წერს ბელა ალანია.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა გიორგი ზამთარაძეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×