რეზონანსი
21.11.2022

ჟურნალისტი, ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში საქართველოში, ბოლოდროს მომხდარ დანაშაულებზე საუბრობს.

"12 წლის გოგონა დღე-დღეზე იმშობიარებს და ბავშვს გააჩენს!

- 13 წლის ბიჭუნა ჩხუბის დროს მოკლეს!

- 14 წლის გოგონამ ბებია უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ღამის კლუბში არ გაუშვა და თავზე პატრული დააყენა!

- 12 წლის გოგონას მშობლებმა სკოლის მასწავლებელს უჩივლეს და ძალადობაში დასდეს ბრალი, მას შემდეგ რაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია გაკვეთილების მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღლაჭუნის და ბერვა-ხეთქვის გამო!

- 15 წლის ბიჭი სადარბაზოში გათიშული იპოვეს მეზობლებმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ადგილზე დავარდა, მას პლანის „პერედოზიროვკა“ დაუდგინეს.

- 16 წლის ბიჭებმა სახლი გადაწვეს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთის მშობელმა ერთად „გართობის“ (!) დროს წაასწრო და მშობელს მათი არჩევანის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი.

- 17 წლის გოგონამ სატანისტი 29 წლის შეყვარებულის რჩევით საკუთარი დედა დაკლა(!), დანით ხორცები დააჭრა, დააბასტურმა(!) და 1 თვის მანძილზე მაცივარში ინახავდა...

- ეს, საქართველოში ხდება!!!

-ჰოდა, ვინც ამ ყველაფერს ემხრობით, ანუ ემხრობით იმას, რომ შვილი ტრაკზე წამორტყმით არ უნდა გაზარდო (ისე, როგორც - მე გამზარდეს და მე გავზარდე) ყველა(!)... გიმეორებთ ყვე-ლა ხართ საკუთარი შვილების მომავლის მტრები!!!

P.S. მორალისტ-ანანისტ-პრადვინუტ-ტოლერანტები არ გამომიხტეთ აქ, თორე შესაბამისი(!) საჯარო პასუხის გარეშე არ დაგტოვებთ არცერთს!!! თუ არ მეთანხმებით, უბრალოდ, გაა***ით და გასრიალდით ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ!!!", - წერს ბესო ჩუბინიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×