რეზონანსი
18.11.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკ გვერდზე თავს გადახდენილი ისტორიის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დღეს 18 ნოემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯახა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, „რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებმა დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწიეს.

„ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი! სასწაული ამბის მომსწრე გავხდი...ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა ძალიან ცუდად დაეჯახა იმედი მაქვს გადარჩება ღმერთო უშველე...

წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ. როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ.... გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა.

იმედის მომცემი სანახაობა იყო, ღმერთო შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი.

ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს", - ვკითხულობთ პოსტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×