რეზონანსი
18.11.2022

დღეს დილით სოციალური ქსელის მეშვეობით ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ოჯახის ახლობელი ალისა ჯანჯღავა წერს, მცირეწლოვანი ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.

„რა დასანანია შენი უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან, მარი. შენ ხომ მთელი ცხოვრება წინ გქონდა პატარა ანგელოზო. უპასუხისმგებლო და უყურადღებო „ექიმის" გამო წახვედი ამ ქვეყნიდან. პასუხი უნდა აგოს იმ უსინდისომ. ნათელში იყოს შენი სული ფერიავ. როგორ მენანები", - წერს ალისა ჯანჯღავა.

ამავე პოსტის კომენტარებში ალისა ჯანჯღავა წერს, რომ ბავშვი კბილის ამოღების შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

„ვეფხოს ბიძაშვილის შვილია. კბილი ამოუღეს და 8 დღეში გარდაიცვალა", - წერს ალისა ჯანჯღავა.

სავარაუდოა, რომ კბილის ამოღების შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გართულდა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×