რეზონანსი
19.05.2022

რას გვირჩევენ 20 ვარსკვლავები მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ უხეშობას და კატეგორიულობას. ამ დღეს ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, ამიტომ მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატება გელით. .

კურო

შესაძლოა, ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მოერიდეთ კოლეგებზე უფროსობას და მათ უსამართლო კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მარტო დარჩეთ.

ტყუპები

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით.. პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც მათი პოზიციით აღფრთოვანებული არ დარჩეთ.

კირჩხიბი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რადგან ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი იზრდება. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება და ახალი იდეებით შთაგაგონებთ. შესაძლოა, ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და გრძნობები განგიახლდეთ.

ლომი

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. შესაძლოა, ვიღაცამ ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. კარგი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ქალწული

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ეცადეთ ყველა უსიამოვნება რომელიც დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ გონივრულად იმოქმედოთ.

სასწორი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს და კეთილდღეობას მოგიტანთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და უარი არ თქვათ - საინტერესო ნაცნობობა გელით. ბევრი სასწორი იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. პლანეტების განლაგება სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი

ეცადეთ მუშაობის დროს შეცდომა არ დაუშვათ, რადგან ამან შეიძლება გაუთვალისწინებელი მოვლენები გამოიწვიოს. ნუ აჩქარდებით - დღეს არ არის ყველაზე ხელსაყრელი დღე რადიკალური ცვლილებებისთვის.

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. საყვარელი ადამიანი არ მოატყუოთ - სიმართლეს მალე გაიგებს და არასოდეს გაპატიებთ. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა სიყვარულის ახსნისა და ქორწინებისთვის. არ არის გამორიცხული უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება, მაგრამ არ ინერვიულოთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. შესაძლოა, ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და გრძნობები განგიახლდეთ.

მერწყული

აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით მდიდარი დღეა. სავარაუდოდ, პარტნიორთან შეთანხმების მიღწევას შეძლებთ, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

თევზები

გირჩევთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. შესაძლოა, რჩევისა და დახმარებისთვის საყვარელი ადამიანის ახლობლებმა მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×