რეზონანსი
11.05.2021

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თოდუას ჩვენება გასაჯაროვდა. 57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი, ახალგაზრდა ქალის თანხმობით დაამყარა.

ის ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ, სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა.

„გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა ვერ მოგახსენებთ“, - აცხადებს თოდუა.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 26 წლის გოგოს გვამი ნახა, თოდუამ სასწრაფოდ ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლას გეგმავდა.

კითხვაზე, რატომ არ დაურეკა არავის, ბესიკ თოდუა აღნიშნავს, რომ „შოკში იყო“.

„ასელს მამა-შვილურად ვექცეოდი, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს თოდუა.

დაკავებული დაკითხვისას სკანდალურ ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა, და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი.

„ჩემი აზრით ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა მურატმა, რაზედაც ის სულ ნერვიულობდა. ასევე, მისი გადმოცემით, ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა“, - აცხადებს თოდუა.

ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა მიმდინარე წლის 5 მაისს, მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×