რეზონანსი
10.05.2021

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედა...

„დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!

აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი რაღაც სასწაულის დამსახურებით არადა 1%-იც არ მქონდა გადარჩენის შანსი.

„რედისონის“ გვირაბიდან მინიმუმ 130-ით (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემ წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა მარტო ხმამ გამაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან.

მე აღარ ვიცი მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს. გონზე, რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული. რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი ძალაც კი არ მქონდა რომ გადმოვსულიყავი. მოკლედ მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია მგონია, რომ დღეს დავიბადე

და რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს“,- წერს კაჭკაჭიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×