რეზონანსი
10.05.2021

 ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს:

ბედნიერებაა ეს ყველაფერი, მე იმდენად ჩემს თავზე არ ვფიქრობ, როგორც ჩემს შვილიშვილზე. 6 წლის არის სანდრო და 12 წლისნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს ბავშვის ჭკუა აქვს. როდესაც ტელევიზორში ნიკა მელიას ახსენებენ, გარბის სხვა ოთახში, ვერ ვასწრებ გამორთვას. ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. მიხარია, რომ დღეს სანდრო მამამისს ჩაეხუტება".

"ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკა დღეს იქნება თავის შვილთან ერთად და სანდროსთან ტყუილების თქმა არ დამჭირდება იმიტომ, რომ ხან რას ვეუბნებოდი ხან რას და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩაეხუტებიან ერთმანეთს.

მე მეამაყება ნიკას ასეთი ძლიერი პოზიცია, ის არ არის მოღალატე და არასდროს უღალატებს იმას, რასაც ფიქრობს, ის არის სამშობლოს ერთგული, ნამდვილი ქართველია, უყვარს საქართველო და საქართველოსთვის სიცოცხლესაც კი დადებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნიკამ ამ ასაკში ამხელა სიყვარული დაიმსახურა"- ამბობს ანზორ მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×