რეზონანსი
10.05.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ფეისბუკ ვიდეო მიმართვაში მოქალაქეებს აფრთხილებს და ეუბნება, რომ საქართველოში კორონავირუსის მე-4 ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება.

„ხომ გითხარით, აპრილში მესამე ტალღა იქნება-თქო, არ მითქვამს, გითხარით...

ისიც გითხარით, რომ მაისის ბოლო კვირას ეპიდვითარება ჩაცხრება და ზაფხული კარგი გვექნება.

გინდათ გული გაგიხეთქოთ? საქართველოში მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება",- ამბობს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×