რეზონანსი
10.05.2021

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნოდარ ჩაჩანიძე ფეისბუკში ფოტოს ავრცელებს. როგორც ფოტოს მინაწერიდან ირკვევა, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭიათურის ერთ-ერთ საცხობში მეპურემ პური უფასოდ დაარიგა.

„ჭიათურა...

- დღეს პური უფასოა!

- რატომ?

- 7 წლის წინ მძიმე სენით შვილი დამეღუპა... ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ვერ შევძელი მისი სიცოცხლის შენარჩუნება. ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა, რომელზეც ლაპარაკი ძალიან მიჭირს...

დღეს აღდგომის ტოლი კვირაა და პური უფასოდ მინდა აიღოს ხალხმა. ამით მგონია, რომ ჩემი შვილი აკეთებს სიკეთეს..."- წერს ჩაჩანიძე.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×