რეზონანსი
04.05.2021

სამაუწყებლო კომპანია „მთავრი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ექიმების შემდეგ მედიის წარმომადგენლები მუშაობდნენ ყველაზე მეტს. გვარამია ფიქრობს, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში უნდა მოხვედრილიყვნენ.

„თუ ვინმე არ გაჩერებულა და მუშაობს კოვიდის ყველა ტალღის განმავლობაში, ექიმების შემდეგ, არის მედია. და გასაგებია, რომ ვერც გაჩერდება.

მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანთან უწევთ კომუნიცირება ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და უკვე მათ - მემონტაჟეებთან, საეთეროსთან და ასე უსასრულოდ.

როგორ მოხდა, რომ მედია ვერ მოხვდა ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის? და მოხვდა მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და არც კოვიდ უსაფრთხო. რაც მთავარია, ეს სირცხვილია.

გუშინ მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღე იყო და ქართულ მთავრობას შეეძლო ამით მაინც მიელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად“, - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )