რეზონანსი
04.05.2021

მეცო სოპრანო თამარ ივერი  ქართველი ქორმაისტერის, შალვა შაორშაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მშვიდობით, ჩემო დიდო გულშემატკივრო და მეგობარო. დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო..

მშვიდობით შალვა. საოცარი ფოტო, და სულ რაღაც 5 წლის წინანდელი ოპერის თეატრის რესტავრაციის გამო, 6-წლიანი პაუზის შემდგომი „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის რეპეტიცია. ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ერთად მუშაობის პროცესში.

დღემდე ძალიან მტკივა ჩემთვის უსაყვარლესი ბატონი გიზო ჟორდანიას გარდაცვალება და დღეს ძალიან მიჭირს რომ დღეიდან წასულთა რიგებში ჩვენი უსაყვარლესი ქორმაისტერი შალვა შაორშაძეც უნდა მოვიხსენიო. ამ ადამიანების ხელში გავიზარდე და „დავფრთიანდი“ და ყოველი მათგანის წასვლით….თითო სხივი მიქრება ჩემს შინაგან სამყაროში. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სულებს თქვენი საქმის დიდო ოსტატებო“, – წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )