რეზონანსი
04.05.2021

თბილისში მამაკაცი გარდაიცვალა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ კაცმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

სწორედ ამ ამბავს ეხმაურება პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება მაღალი რეიტინგისთვის მოსაწონი არაა.

„ინგეიჯმენთის გაზრდის მიზნით ასეთი რამეების შეთხზვა არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, გარდა მავნებლობისა.

იგივე წარმატებით შეგეძლოთ გეთქვათ, რომ „67 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დილით პირის დაბანა გახდა“.

ზუსტად თუ არ იცით, რომ ვაქცინამ გამოიწვია, ასეთ რამეს რატომ აკეთებთ?

მოკლედ, რაც ტეხავს, ტეხავს“… - წერს ჰერმან საბო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )