რეზონანსი
23.04.2021

დაახლოებით, 50-60 კვ/მ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აუქციონზე მოხვდა და აუქციონის წესით იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ ისე იყიდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ცარიელი ეგონა. 

ფხაკაძეს რაჭაში მიწის ნაკვეთის ყიდვა ბიძისთვის უნდოდა, რათა მას ტურისტებისთვის მცირე ზომის კვების ობიექტი მოეწყო. თუმცა, ბიზნეს იდეები მას შემდეგ “ჩაუვარდა”. საქმე ისაა, რომ ჯგუფი “შინის” აწ გარდაცვლილ წევრს დათუნიკა სხირტლაძეს ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდიკარში დაუდგეს, თუმცა მალევე გაყიდეს. და იუმორისტმა სწორედ ეს ძეგლი შეიძნა შეცდომით.

“აუქციონზე რაჭაში მიწის ნაკვეთი ვნახე რომ იყიდებოდა. დედა რაჭველი მყავს, ბიძაჩემი იქაა და ვიფიქრე, ვიყიდი ამ ნაკვეთს, ბიძას მივცემ და ტურისტებისთვის პატარა კვების ობიექტს გააკეთებს-მეთქი.

ისე მოხდა, რომ აუქციონი მოვიგე, მეგონა მიწის მესაკუთრე გავხდი და რეალურად, ძეგლის მფლობელი აღმოვჩნდი. არაფერი ვიცოდი. მალევე გიორგი უშიკიშვილმა დამირეკა, რაჭველები მიკავშირდებიან და მეკითხებიან, რად უნდოდა ფხაკაძეს დათუნიკას ძეგლის ყიდვაო.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დადებულ ფოტოებში ულამაზესი ხედები იყო და არ ჩანდა ძეგლი. ასე გავხდი დათუნიკა სხირტლაძის ძეგლის მფლობელი”, – თქვა ლელა წურწუმიას გადაცემაში ვასო ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×