რეზონანსი
22.04.2021

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, წარმატებული ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე ერთი თვის წინ დედა გახდა. პირველი შვილი მას 42 წლის ასაკში შეეძინა.

მას მერე, რაც დედა გახდა, 42 წლის ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე ერთგვარ დედობის დღიურს აწარმოებს ინსტაგრამზე. ამჯერად დაწერა იმაზე, რისთვისაც არ იყო მზად ორსულობის პერიოდიდან – მშობიარობის შემდგომ ემოციებზე:

“თითქმის ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალ სამყაროში დავიწყე ცხოვრება! დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით დედობის შეგრძნებებს. ბევრს ვფიქრობ ამაზე.

დიახ, ერთ წამში სრულიად იცვლება ყველა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. იბადება ადამიანი თავისი ბედით და რაც არ უნდა გაფრთხილებდნენ, რომ “საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო”, “იცხოვრო შენთვის”, მთელი არსებით გრძნობ, რომ ახლა მისი ცხოვრებისეული გზა შენსაზე პრიორიტეტულია.

დედობა მართლაც აღმოჩნდა შეუდარებელი ბედნიერება. ალბათ უფრო შეგრძნეაც, რომლისთვისაც ჯერ არ მოუფიქრებიათ არც ერთი სიტყვა, სრულად რომ აღწერდეს მას. ეს არის გრძნობა აბსოლუტური სისავსისა და რწმენისა, რომ აი ახლა შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში მიღწეულია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვის დედა გავხდი", - წერს სოფიკო შევარდნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×