რეზონანსი
22.04.2021

მსახიობი გეგე სულხანიშვილი ოჯახური ძალადობის შესახებ მოსაზრებას ჟურნალ „გზასთან" გამოთქვამს. მას საკუთარი ოჯახური ცხოვრებიდან მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ წლების წინ თავადაც უძალადია საკუთარ ცოლზე.

„გამოგიტყდებით, მსგავსი შეცდომა მეც დამიშვია. იმიტომ კი არა, რომ ასე მინდოდა, უბრალოდ, წონასწორობა დამაკარგვინა... ჩემს ყოფილ მეუღლეს ხელით შევეხე. მართალია, ძალიან ვინერვიულე და ვინანე, შევრიგდით კიდეც, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა კარგ ხანს გველის ნაკბენივით მახსოვდა. ეს ამბავი 30 წლის წინ მოხდა და ახლა უნდა მიჩივლოს? მგონი, ასეთი საქციელი სასაცილო იქნება.

სამწუხაროდ, ბევრ ქალს ავიწყდება, როცა ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაშია, ქალმა მაშინ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი და კამათი. ზოგიერთი ქალი ყველანაირად ცდილობს, გაგაბრაზოს, გაგამწაროს, ჩხუბში გამოგიწვიოს... მე მოძალადეებს კი არ ვამართლებ, არის ხალხი, რომელსაც ფსიქიკური გადახრები აქვს, ზოგს სასმელი ხდის აგრესიულს... თუმცა უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, ხშირად კონფლიქტი ქალის საქციელით არის გამოწვეული. დამიჯერეთ: ზოგიერთს შეუძლია, გაგაგიჟოს და წონასწორობა დაგაკარგვინოს..." - განაცხადა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×