რეზონანსი
25.02.2021

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და პოლიტიკოსის მამას, ანზორ მელიას მხარდაჭერას უცხადებს.

„ნიკა ჩემი მეგობარია და როგორც ადამიანურად ისე მეგობრულად მის გვერდით ვარ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, მე როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მის მხარეს ვარ იმიტომ, რომ ის ბრალდება რასაც ნიკას ედავებიან, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ძალიან დიდი უსამართლობა.

მგონია ნიკა და ყველა, ვინც დღეს მის გვერდით არის, ისტორიის ნათელ მხარეს არის. ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია და ასე ჩაიწერება ისტორიაში.

ნიკას მხარეს სიმართლეა და მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - მიმართა სოფო ნიჟარაძემ ანზორ მელიას „მთავარი არხის" ეთერში ჩართვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )