ია აბულაშვილი
12.07.2020

გელათის მონასტრში, სადაც უამრავი სიწმინდე იყო დაცული, დავით აღმაშენებელს ბევრი რელიკვია შეუწირავს. გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის ფრესკაზე მეფეს მარცხენა ხელში ტაძრის მაკეტი უპყრია, მარჯვენა ხელის თითზე კი სამეფო ბეჭედი უკეთია. გადმოცემის თანახმად, დავითს ეს ბეჭედი სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად ჰქონია, როცა რომელიმე სიგელს აწერდა ხელს. ბრძოლაში შესვლის წინ კი ჯერ ამ ბეჭედს ეამბორებოდა, მერე თავს ახდიდა და სანაწილეში მოთავსებულ წმინდანთა ნაწილებს შეწევნას სთხოვდა. ისტორიკოსთა აზრით, დავთის ბეჭედში მოთავსებული უნდა ყოფილიყო ძელი ჭეშმარიტების ნაწილი და წმინდა გიორგის ნაწილი. ბეჭდის ზედაპირზე კი, რომელიც ამობურცული და ოქროთი დაფერილი იყო, სიღრმეში ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი იყო ამოტვიფრული.

ტატა შოშიაშვილი
12.07.2020

ამერიკაში ტეხასის შტატში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი COVID-19-ით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „კორონავირუსის წვეულებას" დაესწრო. ამის შესახებ საინფორმაციო „ნიუ იორკ პოსტი" იუწყება.

მარიამ ნებულიშვილი
12.07.2020

დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანმა ცვლილებებმა მედიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის გამო ის გადაიხედება და მასში ამ ეტაპზე გათვალისწინებული ცვლილებები არ შევა. ექსპერტი გია ხუხუაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ კანონი აღნიშნული ფორმით არ მიიღეს, რადგანაც ამით, უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი ირღვეოდა.

რეზონანსი
12.07.2020

XVII საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც პორტუგალიელი ზღვაოსნებების მეშვეობით ჩაიმ ევროპაში შემოაღწია, ამ უცნაური მცენარის ნაყენმა მაშინვე მოიპოვა პოპულარობა და აღმოსავლური კულტურის ელემენტების ტრანსფორმირებით ბებერი კონტინენტის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ეს კიდევ არაფერი, XVIII  ს-ის 70-იან წლებში უწყინარმა ჩაიმ ბრიტანეთის სამეფო კარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდა თავის ოკიანესგაღმა კოლონიებს. მატიანეები არაფერს უწყიან 1773 წელს ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე ინდიელებად გადაცმულმა აჯაყებულმა კოლონისტებმა ზღვაში მწვანე ჩაი გადაყარეს თუ შავი, თუმცა, ფაქტია, გრანდიოზულმა „ბოსტონურმა ჩაის სმამ“ ამერიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაუდო სათავე. 

ამ პოლიტიკურმა პერფორმანსმა ერთიორად გაზარდა ჩაის პოპულარობის ხარისხი.  განსაკუთრებით მწვანე ჩაის თემა გახლავთ აქტუალური. ბუნებრივია, მასთან მიმართებაში კითხვებიც უამრავია.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ტატა შოშიაშვილი
11.07.2020

ლიბიაში გაღვივებულ კრიზისში, რომელიც „ფელდმარშალ" ხალიფა ხაფთარსა და პრემიერ-მინისტრ ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით მოქმედ ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს შორის შეაიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ტექნიკაც ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოპოზიციური „ნოვაია გაზეტა" ავრცელებს რედაქციის მიერ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების საფუძველზე.

ტატა შოშიაშვილი
11.07.2020

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან „ჰუმანიტარული კორიდორის" გახსნა დააანონსა. 13-დან 17 ივლისის ჩათვით „გახსნილი" „საზღვრის" გადაკვეთის საშუალება მიეცემათ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ გალის რაიონის მაცხოვრებლებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვერ ბრუნდებოდნენ სახლებში.

ელზა პაპოშვილი
10.07.2020

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი? ამ კითხვაზე მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. ეს კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, „რა თქმა უნდა“–ო. 

მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

„ამ ჯგუფში შემავალ სუბიექტებს პოლიტიკური კულტურა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაეწიათ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ძალა ერთობაშიას" რიგებში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა მისი დაშლით დასრულდეს.

ელზა პაპოშვილი
10.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 19 წლის ფეხბურთელი წაყალში დაიხრჩო და მას  ასფიქსია განუვითარდა.  თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.

ია აბულაშვილი
10.07.2020

საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკლესიებში მრავალი სიწმინდე იყო დავანებული, რომელთა დიდი ნაწილი კონსტანტინეპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს. სიწმინდებით მდიდარი იყო, სვეტიცხოვლის ტაძარი, შიომღვიმე, გელათი, გარეჯა, აფხაზეთის ეკლესიები, ასევე ათონის ივერთა მონასტერი, პატრიწონის სავანე და სხვა ეკლესია-მონასტრები.

მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×