ბაჩანა ტყემალაძე
22.03.2023

იმ რუსმა პატიმრებმა, რომლებსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან" ექვსთვიანი ხელშეკრულება აქვთ, რომლის მიხედვითაც ისინი თავისუფლების სანაცვლოდ იბრძვიან, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა კერძო სამხედრო კომპანიის რიგები დატოვონ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსჯავდებულთა გადინება გააუარესებს „ვაგნერის" პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა დაბლოკა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება.

ანალიტიკოსთა თქმით, 27 იანვარს რუსეთის პრეზიფენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში მებრძოლი რუსი მსჯავრდებულებისთვის.

„ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით „ვაგნერის" მსჯავრდებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ იმის გათვალისწინებით, რომ ვაგნერი, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდადებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ", - აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ვაგნერის" მსჯავრდებული ჯარისკაცების დიდი ნაწილი უკვე ომში დაიღუპა და ამას ომის მსვლელობაზე დიდი გავლენა არ ექნება.

„მსჯავრდებულთა უმეტესობა დღევანდელი მონაცემებით უკვე მკვდარია, ხოლო „ვაგნერი" ამ დანაკლისს ახალგაზრდებით ავსებს. მათ ჩამოაყალიბეს კომპანიის ახალგაზრდული ფრთა და ესეც რომ არა, მათ იმხელა დაფინანსება აქვთ და იმხელა ხელფასებს სთავაზობენ ხალხს, რომ შეუძლიათ გენშტაბის ჯარისკაცებიდანაც აიყვანონ ახალი კადრები.

თანაც, ისეც ხომ არაა, რომ გადაბმულად ომობდნენ 3-4 თვით ჯარისკაცები, უამრავი როტაცია ხდება. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ომის მსვლელობაზე გავლენა არ ექნება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×