ნაზი ბერიძე
03.02.2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში პეკინში გაემგზავრება, 2018 წლის შემდეგ ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული ვიზიტი იქნება, რადგან, უკრაინაში აგრესიის მიუხედავად, ჩინეთის ლიდერებს რუსეთის პარტნიორობაზე უარი არ უთქვამთ და პოზიციები არ შეუცვლიათ.

პეკინმა უარი თქვა მოსკოვის დაგმობაზე. ამის ნაცვლად, კრემლის გზავნილები დაადასტურა და კონფლიქტის პროვოცირებაში ნატო დაადანაშაულა, რამაც გამოიწვია ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესება. ანალიტიკოსების თქმით, ერთი წლის შემდეგ, ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში შემთხვევითი არ არის. ეკონომიკურად დასუსტებული პეკინი არბილებს ტონს და შეეცდება დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, არ არის მოლოდინი, რომ ჩინეთი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას კარდინალურად შეცვლის.

აშშ-ის დაზვერვა გამუდმებით აცხადებს, რომ არ უნახავთ ჩინეთის ლეტალური დახმარების მტკიცებულება, შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანიები რუსეთს არალეტალურ აღჭურვილობას აძლევენ, რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჩინური კომპანია მოხვდა აშშ-ის შავ სიაში, უმეტესობამ, როგორც ჩანს, დააკალიბრა თავისი ბიზნესი, რათა თავი აარიდოს აშშ-სა და მის მოკავშირეების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ სანქციებს

მიუხედავად ამისა, ჩინეთი აგრძელებს ვაჭრობის გაფართოებას თავის ჩრდილოელ მეზობელთან. შარშან სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 1,28 ტრილიონი იუანი, ანუ 190 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მიულოცა პუტინს და წარუდგინა გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლები, და ასევე მოუწოდა ორ ქვეყანას „გააძლიერონ სტრატეგიული კოორდინაცია" და „განაგრძონ ერთმანეთის განვითარების შესაძლებლობა და გლობალური პარტნიორობა". ამავე დროს, სი-ს ამ ხნის განმავლობაში ჯერ არ უსაუბრია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა უკრაინის ლიდერმა საჯაროდ გამოხატა ინტერესი.

ჩინეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ურთიერთობამ შეშფოთება გამოიწვია ამერიკის აზიელ მოკავშირეებში. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩინეთმა გაგზავნა 2000-ზე მეტი პერსონალი რუსეთში ერთობლივი წვრთნებისთვის, გაგზავნა თავისი სტრატეგიული საბრძოლო თვითმფრინავები პატრულირებისთვის რუსეთის გვერდით იაპონიის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე. ასევე, ჩაატარა ერთობლივი საზღვაო წვრთნები იაპონიის მახლობლად წყლებში.

სამშაბათს იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშიდამ და ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის „ჩინეთთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობაზე", მათ შორის „იაპონიის სიახლოვეს ერთობლივ ოპერაციებისა და წვრთნებზე".

გაეროში, ჰონგ კონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის მთავრობისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის დამსახურებული პროფესორის, ჟან-პიერ კაბესტანის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა რჩება ჩინეთის საერთო საგარეო პოლიტიკის საფუძველი, რომელშიც რუსეთი ასევე მთავარ როლს თამაშობს ჩინეთის გავლენის გაძლიერებაში.

„(რუსეთთან ურთიერთობა) ის მიმართულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ როგორც ევროპაში, ასევე აზიაში - ჩინეთის მთავარი მიზანია ამ ალიანსის სისტემების დასუსტება," - განაცხადა ჟან პიერ კაბესტანმა სიენენთან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, გაიმეორებს ამერიკის გაფრთხილებებს რუსეთის მხარდაჭერის შესახებ, და მოუწოდებს პეკინს გავლენა მოახდინოს მშვიდობის დამყარებაზე. მაგრამ ანალიტიკოსები ამაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ფიქრობენ, რომ ჩინეთი არასდროს მიატოვებს რუსეთს, რადგან თუ რუსეთი დაეცა, ფიქრობს, რომ შემდეგი თავად იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×