“კიბერშეტევები ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ზიანს აყენებს ნებისმიერ სახელმწიფოს, რაც საომარი ვითარების გაღვივების დიდ საფრთხეს წარმოადგენს”
თეონა ვეშაგური
28.07.2021

აშშ-ზე განხორციელებულ ვირტუალურ თავდასხმებში ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთ-ერთ "დიდ სახელმწიფოს" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ ამერიკა აღმოჩნდება რომელიმე სახელმწიფოსთან საომარ ვითარებაში, ეს იქნება მასიური კიბერშეტევების შედეგი.

თუ რომელ სახელმწიფოს შეიძლება გულისხმობდეს აშშ-ს პრეზიდენტი „დიდ ქვეყანაში", ამაზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვირტუალური თავდასხმების სათავეს შესაძლოა, სწორედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდეს, გამომდინარე იქედან, რომ ბაიდენმა ახლო წარსულში პუტინს მოუწოდა შეეწყვიტა კიბერშეტევები სახელმწიფოზე და ამ შეტევების რუსეთიდან მომდინარეობის დამამტკიცებელი საბუთიც წარუდგინა.

„როგორც ჩანს, სახელმწიფოებისთვის ერთმანეთის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელება ვირტუალურ სამყაროში გადადის, სადაც თავდამსხმელის დადგენა გართულებულია, რადგან მსგავსი კიბერშეტევები ეკონომიკური, თუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ზიანს აყენებს ნებისმიერ სახელმწიფოს. რაც თავისთავად ქვეყნებს შორის დაძაბულობის გამწვავებას უწყობს ხელს, ეს კი, დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში საომარი ვითარებების გაღვივების მხრივ.

„მსგავს კიბერთავდასხმებს უმეტესწილად რუსეთი ახორციელებს, თუმცა, არ არის გამორიცხული ეს ქმედებები არამარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მომდინარეობდეს. რაღა ამერიკაში წავიდეთ და ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც რომ ვიმსჯელოთ რამდენჯერ განუხორციელებია რუსეთს მსგავსი შეტევები?

„შეხსენებისათვის, 2021 წლის 16 ივნისს, ჯო ბაიდენისა და პუტინს შორის გამართული შეხვედრისას, ბაიდენმა მოუწოდა მას - რუსეთს აღმოეფხვრა ამერიკაზე კიბერ შეტევების ფაქტები და წარუდგინა მტკიცებულებებიც, თავდასხმების ნამდვილად რუსეთიდან მომდინარეობის შესახებ" - განაცხადა ფხალაძემ

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აქტიურად ადევნებს თვალს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიზნესზე კიბერთავდასხმაში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ და ადრეც ბევრჯერ მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას აღეკვეთათ მსგავსი შემთხვევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×