თამთა ჩაჩანიძე
20.07.2021

იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალურ მდივნის თამანდებობაზე უფელებამოსილების ვადა ერთ წელში ეწურება, მედიის ცნობით კი ამ პოსტზე შესაძლო კანდიდატებად განიხილებიან: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ჩვენთვის ლიეტუვის კანდიდატი უკეთესია, რადგან ნატომდე მისასვლელი გზის დამოკლებას ხელს შეუწყობს.

სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2014 წლიდანაა, და უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ვინაობა თუ ვინ შეცვლის მას, ალიანსისგან მომავალ წელს დასახელდება.

გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, არის მოსაზრება იმაზეც, რომ ალიანსის გენერალურ მდივნად ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლის არჩევა, შესაძლოა, განიხილოს როგორც ზედმეტად მტრული გზავნილი მოსკოვისადმი.

როგორც მაისაია აღნიშნავს, ყველაფერი ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში წყდება, თუმცა პერსონალურად ვინ იქნება გენმდივანი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რა თქმა უნდა ნატოს გენერალურ მდივანს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, მას შეუძლია საქართველო დღის წესრიგში შეიყვანოს და განიხილოს, მაგრამ რომ ვთქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში რაღაცა შეუძლია, მას ერთი ხმა ბუნებრივია აქვს, მაგრამ ყველაფერი ნატოს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში წყდება.

„გენმდივანს ის პრივილეგია აქვს, რომ მას შეუძლია, რომ საქართველოს დღის წესრიგში შეყვანით უფრო მეტად გააძლიეროს, რომ მეტი საქართველო იყოს ნატოში, ინიციატივები წამოაყენოს და ა.შ. ამ კუთხით რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს თუ პერსპონალურად ვინ იქნება და კარგია თუ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან და ბალკანეთიდან აარჩევენ, რადგან მათ კარგად იციან თუ რუსული ჰიბრიდული შეტევები რა არის და უფრო მეტად განიხილავენ იმას, რომ აღმიოსავლეთ ევროპის უკრაინის და საქართველოს თემატიკა ალიანსში კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი.

ჩვენთვის ლიეტუვის კანდიდატი უკეთესია, რადგან ნატომდე მისასვლელი გზის დამოკლებას ხელს შეუწყობს. ახლა ასპირამნტი სტატუსის ქვეყანა ვართ, ბოლო მოვლენების მიხედვით, თავდაცვის სფეროს თავსებადობაში საკმაოდ კარგად მივდივართ, მაგრამ დემოკარტიულ პროცესებს მყიფეობა დაეტყო."- განაცხადა მან.

მან ჯორჯ ბუშის განცხადებაზეც ისაუბრა, რომ ანგელა მერკელთან მისი „ყველაზე დიდი უთანხმოება" საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო:

„გასაგებია, რომ მერკელი ეწინააღმდეგებოდა, რადგა მაშინ საქართველოში დემოკრატია საერთოდ არ არსებობდა, ბუქარესტის სამიტამდე ისეთი საშინელი რაღაცეები მოხდა, რომ მერკელი კი არა ჯორჯ ბუში უმცროსი,რომ თავდებში გვიდგებოდა, ესეც გასაკვირია,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×